სასწავლო პროექტი

,,ალკოჰოლი და მისი მავნეობა მოზარდებში.“

პროექტის მთავარი იდეა (თემა):  მოზარდებში ალკოჰოლის ჭარბი მიღებით გამოწვეული სავალალო შედეგები.

პროექტის აქტუალობა: პროექტზე მუშაობა ხელს უწყობს მოსწავლეებში შემდეგი უნარების განვითარებას: ურთიერთთანამშრომლობის, ურთიერთპატივისცემის, სინთეზური ანალიზის, სხვისი მოსმენისა და ალტერნატიული აზრის მიღების უნარებს.

პროექტის მიზნები: მოსწავლეების დარწმუნება იმაში, რომ ალკოჰოლი საზიანოა ჯანმრთელობისათვის და აფერხებს გონებრივ განვითარებას.

შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:

·         გუნდის წევრებთან ერთად დამოუკიდებლად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს; გუნდის წევრებს უზიარებს შედგენილ გეგმას, შედარების, გაუმჯობესების მიზნით;

·         მასწავლებელთან ერთად ადგენს შესრულების ვადებს;

·         გუნდის წევრებთან ერთად მოიძიებს, შეარჩევს და დაამუშავებს ინფორმაციას;

·         გუნდის წევრებთან ერთად შეარჩევს პროექტის წარდგენის ფორმას;

·         გუნდის წევრებთან ერთად განახორციელებენ პროექტს.

მონაწილეთა ასაკი: 16–17 წელი

ვადები/ხანგრძლივობა: 1თვე.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები აწარმოებენ გამოკითხვებს ალკოჰოლის მავნებლობის შესახებ, მოიპოვებენ ფოტო და ვიდეო მასალებს, სადაც ასახულია კადრები ავტოსატრანსპორტო შემთხვევების, ძალადობის და სხვადასხვა დანაშაულებების შესახებ.

პროექტისათვის საჭირო ძირათადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, პტოექტორი, თაბახის ფურცლები, ფოტო აპარატი.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):

აქტივობა–1. დაფაზე ვწერ 3 თემას და მოსწავლეებს ვთხოვ აირჩიონ ერთ–ერთი;

კლასს ვყოფ სამ ჯგუფად.

აქტივობა–2. თითოეულ ჯგუფს ცალ–ცალკე ვაძლევ დავალებებს.

I-ჯგუფი –ინტერნეტის საშუალებით მოიძიონ ინფორმაცია ალკოჰოლის შემადგენლობაზე, მის მავნე ზეგავლენაზე და ალკოჰოლით გამოწვეულ დაავადებებზე, წარმოადგინონ მინი ლექცია პრეზენტაციის სახით.


II-ჯგუფი–ინტერნეტის საშუალების მოიძიონ ინფორმაცია ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებული საფრთხისა და სარისკო  ქცევების შესახებ და წარმოადგინონ პრეზენტაცია.

III-ჯგუფი–დაამზადონ და გაავრცელონ ბროშურები აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით
.
აქტივობა–3. თითოეული ჯგუფი წარმოადგენს თავისი კვლევის პროდუქტს.

საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტ–ი.

ის. ტექ. VI. 4. მოსწავლეს შეუძლია ისტ საშუალებების ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.

პროექტის ხელმძღვანელი:  თეა აფხაძე.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: teaafxadze@gmail.com