,,ალკოჰოლი და მისი მავნეობა მოზარდებში.“
პროექტის მთავარი იდეა (თემა): მოზარდებში ალკოჰოლის ჭარბი მიღებით გამოწვეული სავალალო შედეგები.
პროექტის აქტუალობა: პროექტზე მუშაობა ხელს უწყობს მოსწავლეებში შემდეგი უნარების განვითარებას: ურთიერთთანამშრომლობის, ურთიერთპატივისცემის, სინთეზური ანალიზის, სხვისი მოსმენისა და ალტერნატიული აზრის მიღების უნარებს.
პროექტის მიზნები: მოსწავლეების დარწმუნება იმაში, რომ ალკოჰოლი საზიანოა ჯანმრთელობისათვის და აფერხებს გონებრივ განვითარებას.
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
· გუნდის წევრებთან ერთად დამოუკიდებლად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს; გუნდის წევრებს უზიარებს შედგენილ გეგმას, შედარების, გაუმჯობესების მიზნით;
· მასწავლებელთან ერთად ადგენს შესრულების ვადებს;
· გუნდის წევრებთან ერთად მოიძიებს, შეარჩევს და დაამუშავებს ინფორმაციას;
· გუნდის წევრებთან ერთად შეარჩევს პროექტის წარდგენის ფორმას;
· გუნდის წევრებთან ერთად განახორციელებენ პროექტს.
მონაწილეთა ასაკი: 16–17 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 1თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები აწარმოებენ გამოკითხვებს ალკოჰოლის მავნებლობის შესახებ, მოიპოვებენ ფოტო და ვიდეო მასალებს, სადაც ასახულია კადრები ავტოსატრანსპორტო შემთხვევების, ძალადობის და სხვადასხვა დანაშაულებების შესახებ.
პროექტისათვის საჭირო ძირათადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, პტოექტორი, თაბახის ფურცლები, ფოტო აპარატი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
აქტივობა–1. დაფაზე ვწერ 3 თემას და მოსწავლეებს ვთხოვ აირჩიონ ერთ–ერთი;
კლასს ვყოფ სამ ჯგუფად.
აქტივობა–2. თითოეულ ჯგუფს ცალ–ცალკე ვაძლევ დავალებებს.
I-ჯგუფი –ინტერნეტის საშუალებით მოიძიონ ინფორმაცია ალკოჰოლის შემადგენლობაზე, მის მავნე ზეგავლენაზე და ალკოჰოლით გამოწვეულ დაავადებებზე, წარმოადგინონ მინი ლექცია პრეზენტაციის სახით.
II-ჯგუფი–ინტერნეტის საშუალების მოიძიონ ინფორმაცია ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებული საფრთხისა და სარისკო ქცევების შესახებ და წარმოადგინონ პრეზენტაცია.
III-ჯგუფი–დაამზადონ და გაავრცელონ ბროშურები აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით
.
აქტივობა–3. თითოეული ჯგუფი წარმოადგენს თავისი კვლევის პროდუქტს.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტ–ი.
ის. ტექ. VI. 4. მოსწავლეს შეუძლია ისტ საშუალებების ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.
პროექტის ხელმძღვანელი: თეა აფხაძე.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: teaafxadze@gmail.com